სოფელ ბრეძაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ბრეძაში დაათვალიერეს შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა გრუნტის მოჭრა-მოსწორება და მოეწყო საფუძველი ქვიშახრეშოვანი ნარევით. ამჟამად მიმდინარეობს ალმირებული ბეტონის საფარის მოწყობა.
სულ დაიგება 519 მ2 გზის საფარი.
პროექტი ხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს „ხაშურგრუპი“.