ლაგოდეხში სეტყვამ ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები გაანადგურა
უამინდობამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
შრომასა და ნინიგორში მოსულმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები გაანადგურა.
წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა 130 ჰექტრამდე ტერიტორია.
დილიდან, ხელისუფლება ზარალს ითვლის.