“ექსპერტს მტკიცებულების დაზიანებას ედავებიან” – საქალაქო სასამართლოში 12 წლის ანა იანუშაიტიტეს მკვლელობის საქმე განიხილება

თბილისი საქალაქო სასამართლოში დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულების დაზიანების საქმე განიხილება.

პროკურატურა სამედიცინო ექსპერტს დნმ მტკიცებულების დაზიანებას ედავება, რამაც გამოძიების პროცესს ხელი შეუშალა.

ექსპერტი ბრალს არ აღიარებს. ოჯახის მოთხოვნით და პროკურატურის შუამდგომლობით, საექსპერტო ნიმუშები ჰააგაში გაიგზავნა.

სხდომაზე მოწმის სახით საექსპერტო ბიუროს რამდენიმე თანამშრომელი იკითხება.

“აუცილებლად უნდა დაისაჯოს მკაცრად, მთელი კანონის სიმკაცრით. მჯერა, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს მოწმეების დაკითხვის შემდგომ და პირი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი მოვალეობები, დაისჯება და მოხვდება ციხეში,” – განაცხადა ანი იანუშაიტეტეს დედამ, ნატო ხუტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 12 წლის ანა იანუშაიტიტეს ცხედარი პეტრიწის ქუჩაზე 2023 წლის მარტში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები