პაატა კვიჟინაძე: ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რატომ არ უნდა გვინდოდეს, თუ ეს უნდა ევროპას, ამერიკას და ყველა ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ ჩინეთი, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც ვაჭრობაში ყველაზე დიდი პარტნიორია.

მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ არ უნდა უნდოდეს საქართველოს ასეთ დიდ ქვეყანასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.

„ჩინეთი გლობალური მოთამაშეა, ჩინეთის ეკონომიკა უფრო დიდია ვიდრე ევროკავშირის, როგორც არ უნდა დავთვალოთ. ამერიკის შემდეგ, ჩინეთი მეორე ადგილზეა, თუ ნომინალში დავთვლით და, თუ პარიტეტულ საწყისებზე დავთვლით, პირველ ადგილზეა, ამერიკას უსწრებს გამოშვებული პროდუქციის მიხედვით. ამიტომ, ასეთ დიდ ქვეყანასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რატომ არ უნდა გვინდოდეს, თუ ეს უნდა ევროპას, ამერიკას და ყველა ქვეყანას ჩვენ რატომ არ უნდა გვინდოდეს. რა თქმა უნდა, გვინდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ იმაზე, რაც გაცხადებული გვაქვს და კონსტიტუციაში გვიწერია. ჩვენი მთავარი მიზანია, ევროკავშირში შესვლა. ევროკავშირში დიდი კონკურენციაა. ყოველწლიურად იზრდება და ჩვენ ვცდილობთ, მეტი საქონელი შევიდეს ევროკავშირში, მაგრამ ჩინეთი უფრო დიდია ევროკავშირზე, ეკონომიკაც და მოსახლეობაც და ძალიან დიდი შესაძლებლობებია, რომ ამ ბაზარზე ქართული პროდუქცია გავიდეს“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები