დიმიტრი ხუნდაძე: სანქციებით, მმართველ გუნდზე სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ცდილობენ სული ჩაუბერონ გონებამიხდილ ოპოზიციას, რომ როგორმე მათი რეანიმაცია მოახდინონ და არჩევნებზე რაღაც მაჩვენებელი დაადებინონ

„ნაციონალური მოძრაობა“ დაყოფილი თუ გაერთიანებული, ერთი და იგივეა. ესენი არიან ძველი, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, რომელთა მძიმე წარსული საზოგადოებას ახსოვს. ამიტომ, ფერისცვალებით ახლებურად ვერ წარდგებიან საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ პარლამენტში განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის ანგარიშის მოსმენისას „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

​პოლარიზაცია არის მთავარი ინსტრუმენტი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული და პატრონებმაც ასეთი რამ ურჩიეს. იმიტომ იყო სამი რევოლუციის მცდელობა, ქუჩაში აურზაური, საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმა, თუმცა უშედეგოდ. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი, რომ არჩევნების გზით შეცვალონ ხელისუფლება, ამიტომ ცდილობენ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს იქნება მორიგი არჩევნები, როდესაც დესტრუქციული ოპოზიცია დამარცხდება. ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ გარე ძალებიდან ინტენსიური ზეწოლები კიდევ იქნება.

„სანქციები, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება მმართველ გუნდზე, ესეც არის ის, რომ სული ჩაუბერონ გონებამიხდილ ოპოზიციას, რომ როგორმე მათი რეანიმაცია მოახდინონ და არჩევნებზე რაღაც მაჩვენებელი დაადებინონ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები