სოხუმში ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა – მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, ბენზინგასამართ სადგურთან ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა, – ამის შესახებ Sputnik-ს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო აფხაზეთის საგზაო ინსპექციის უფროსის მოადგილემ, ასლან ბაზბამ განუცხადა.

მისი თქმით, 39 წლის მამაკაცი გზას არასწორ ადგილას კვეთდა. მისივე თქმით, ამ ტერიტორიაზე მოძრაობა ძალიან დატვირთულია, მძღოლმა ქვეითი ვერ შენიშნა.

შემთხვევის ადგილზე ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები