ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილის შერჩევითი მიდგომა ეს არის გუნდში დემორალიზების შეტანის მცდელობა და თუ შედეგებზე უარყოფითად აისახა, ის იქნება პასუხისმგებელი ქართველი ხალხისა და ისტორიის წინაშე

სალომე ზურაბიშვილის შერჩევითი მიდგომა ეს არის გუნდში დემორალიზების შეტანის მცდელობა და თუ აისახა უარყოფითად შედეგებზე, ის იქნება პასუხისმგებელი ქართველი ხალხისა და ისტორიის წინაშე, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს სახელმწიფო ჯილდო არ გადასცა.

„სალომე ზურაბიშვილს რომ არ ესმის ფეხბურთი და სპორტული ცხოვრება, ეს ჩემთვის შეიძლება იყოს გასაგები, მაგრამ გაუგებარია მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დგამენ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი სპორტსმენების ზოგად-პატრიოტული სულისკვეთების, საბრძოლო ჟინის ამაღლებას ემსახურება. იმ სპორტსმენებისას, რომელთა მომზადებაზეც პასუხისმგებელნი არიან სწორედ ის ადამიანები, რომელთაც ახლა აპართეიდის რეჟიმში სალომე ზურაბიშვილი ეპყრობა და სეგრეგაციას ახერხებს. ეს არის გუნდში დემორალიზების შეტანის მცდელობა და თუ აისახა უარყოფითად გუნდის შედეგებზე, ის იქნება პასუხისმგებელი ქართველი ხალხისა და ისტორიის წინაშე“, – განაცხადა ოდიშარიამ.

პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სია სალომე ზურაბიშვილმა დააკორექტირა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს სახელმწიფო ჯილდო არ გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები