ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც მშვიდობის გლობალურ სამიტში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც მშვიდობის გლობალურ სამიტში მონაწილეობას მიიღებს.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, სამშვიდობო სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს გაიმართება, 100-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.

„მშვიდობის სამიტი გლობალურ უმრავლესობას საშუალებას მისცემს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მსოფლიოში ყველასათვის მნიშვნელოვან ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოება, სამხედრო ტყვეებისა და ყველა დეპორტირებული პირის, მათ შორის დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების, დაბრუნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 15-16 ივნისს შვეიცარია სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები