ნათია თურნავა: ბოლო 2 თვის განმავლობაში, პირველად ისტორიაში, დეპოზიტების 50%-ზე მეტი ლარშია დენომინირებული

ბოლო პერიოდში დეპოზიტების, დანაზოგების მიმართულებით ლარის მიმართ ნდობა საკმაოდ გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 2 თვეში, პირველად ისტორიაში, დეპოზიტების 50%-ზე მეტი ლარშია დენომინირებული.

„მთელი ჩვენი დანაზოგების, რაც ჩვენს ბანკებშია განთავსებული, 50%-ზე მეტი დენომინირებულია ლარში. ეს ისევ და ისევ იმას ნიშნავს, რომ არის მაღალი ნდობა ლარის მიმართ და ეს ნდობა სრულიად საფუძვლიანია“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები