ჩრდილოეთ ისრაელში ხანძარს ებრძვიან(ვიდეო)

ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.

მათივე ცნობით, ხანძარს მეხანძრე-მაშველთა 30-ზე მეტი ჯგუფი ებრძვის.

ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ადამიანების სიცოცხლეს, ან საცხოვრებელ სახლებს, ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, ხანძარი 13 საათზე მეტი ხნის წინ გაჩნდა.

ინფორმაციისთვის, ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი „ჰეზბოლას“ მიერ ლიბანიდან რაკეტებისა და დრონების გაშვებამ გამოიწვია.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ნეთანიაჰუ ხანძრის შესახებ ინფორმირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები