ხატია დეკანოიძე: პრეზიდენტს ვუსმენდი, ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა, ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები

პრეზიდენტს ვუსმენდი, ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა. ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ის მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.

„მაგრამ სრულიად მხარს ვუჭერ იმ ქარტიას, რომელიც მან გამოაცხადა. მხარს ვუჭერ როგორც რეფორმების, ისე პოლიტიკურ ნაწილს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ყველამ უნდა მოიპოვოს ნდობა, ვინც არჩევნებზე გადის. ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ძალაუფლებისთვის კი არა, ამ ქვეყნის გადასარჩენად ვიბრძვით“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები