ინდოეთისა და სამხრეთ ბანგლადეშის სანაპირო ნაწილებში ციკლონის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რეგიონს 110 კმ/სთ სიჩქარის ძლიერი ქარიშხალი, კოკისპირული წვიმა და მოქცევა მოჰყვა, რის გამოც დაბლობები დაიტბორა.
გავრცელებული ინფორმაციით, ციკლონ „რემალის“ ჩამოვარდნის გამო, მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ბანგლადეშის კატასტროფების მინისტრის, მოჰიბურ რაჰმანის განცხადებით, ციკლონის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 4 მილიონამდე ადამიანი დაზარალდა, 35 483 სახლი დაინგრა და 115 992 სახლი დაზიანდა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში მინიმუმ ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.