ირაკლი ქადაგიშვილი: არა მარტო ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე, არამედ – საშინელ პოლიტიკურ უზნეობასთანაც

,,ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კანონთან დაკავშირებით მუქარა მიდის ყველა მხრიდან და ყველა მიმართულებით. ფაქტობრივად, ვაჭრობა მიდის ყველაფერზე, მათ შორის, თანახმა არიან, ივაჭრონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზეც კი”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

„საერთოდ, რა ფასი აქვს ისეთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დააყენოს ეჭვქვეშ იმის გამო, რომ არ სურთ თავიანთი ფულის გასაჯაროება, რომელსაც საქართველოში ხარჯავენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აქ არამარტო ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე, არამედ საშინელ პოლიტიკურ უზნეობასთანაც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები