სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 13 სამტრედიელი გმირის უკვდავსაყოფად მათი ფოტოები გამოფინეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 13 სამტრედიელი გმირის უკვდავსაყოფად მათი ფოტოები გამოფინეს.

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამოიფინა ფოტოები შემოკლებული ბიოგრაფიებით”,- ამის შესახებ სამტრედიის ყოფილი მერი ბეჟან გოგია სოციალურ ქსელში წერს.

გოგია წერს, რომ ამ გმირებს საბჭოთა ხელისუფლებამ თითქმის ყველას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამოიფინა ფოტოები შემოკლებული ბიოგრაფიებით, იმ 13 გმირი სამტრედიელის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების და პარლამენტის წევრების, რომლებსაც 106 წლის წინ,1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტზე აქვთ ხელი მოწერილი. ასეთი რაოდენობა თბილისის შემდეგ მეორეა ქვეყნის მასშტაბით. 130 წევრიდან 13, ანუ 10 პროცენტი ჩვენი თანამემამულეა, რაც ძალიან საამაყოა. ამ გმირებს საბჭოთა ხელისუფლებამ თითქმის ყველას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

1. ნიკო ნიკოლაძე

2. ნიკოლოზ ელიავა

3. კონსტანტინე კანდელაკი

4. პეტრე გელეიშვილი

5. გიორგი ლასხიშვილი

6. მინადორა ტოროშელიძე

7. აკაკი პაპავა

8. ერმალოზ კალაძე

9. ილია კოპალეიშვილი

10. სარდიონ თევზაძე

11. პავლე წულაია

12. ფილიპე ლორია

13. ვლადიმერ ჯიბლაძე

დიდება გმირებს!”,- წერს გოგია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები