ჯიმ ო’ბრაიენი: სანქცირებულთა სიას არ ვაქვეყნებთ, კანონიერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს

WASHINGTON, DC - SEPTEMBER 28: Head of the State Department's Office of Sanctions Coordination James O'Brien testifies during a hearing before Senate Foreign Relations Committee at Dirksen Senate Office Building on September 28, 2022 on Capitol Hill in Washington, DC. The committee held a hearing on "Keeping the Pressure on Russia and Its Enablers: Examining the Reach of and Next Steps for U.S. Sanctions." (Photo by Alex Wong/Getty Images)

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ არ გამოქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ.

„რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, [ამერიკის სახელმწიფო] მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით, კონკრეტულ ქმედებებზე საუბარს. თუმცა, ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების საფუძველზე სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონიერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს“, – აღნიშნავს ო’ბრაიენი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები