ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სხვა მუშებთან ერთად სანიაღვრე სისტემის სამუშაოებზე იყო დასაქმებული, რა დროსაც ფერდობი მოწყდა და 50 წლამდე მამაკაცი მოიყოლა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.