სანქტ-პეტერბურგში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან მდინარეში გადავარდა. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანია დაღუპული.
რუსული მედია ასევე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კიდევ ოთხი პირი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ავტობუსში სულ 15 ადამიანი იმყოფებოდა.
ავტობუსის მძღოლი დაკავებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.