ისრაელის საელჩო: ჩვენი ღრმა პატივისცემა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ და გაიმარჯვეს ნაცისტურ გერმანიასა და ფაშისტურ ძალებზე ევროპაში – უსასრულო მადლობა საქართველოს ვეტერანებსა და გმირებს

“ჩვენი ღრმა პატივისცემა და მადლიერება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ და გაიმარჯვეს ნაცისტურ გერმანიასა და ფაშისტურ ძალებზე ევროპაში. პატივს მივაგებთ ყველას ხსოვნას, ვინც სიცოცხლე გაწირა ამ ღირსეულ ბრძოლაში”, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

”მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან დაახლოებით 700 000 ჯარისკაცი იბრძოდა და თითქმის 400 000 დაიღუპა. უსასრულო მადლობა საქართველოს ვეტერანებსა და გმირებს. თქვენ და თქვენმა შთამომავლებმა სიამაყით უნდა ატაროთ ეს მემკვიდრეობა.

დღევანდელ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ ანტისემიტიზმისა და რასიზმის მზარდ ტალღას, შეუძლებელია სათანადოდ არ შევაფასოთ გამარჯვების ეს დღე და ყოველივე, რასაც ის გულისხმობს, რომ თავისუფლებამ, დემოკრატიამ და ტოლერანტობამ ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს”,- წერია საელჩოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები