ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 29 ადამიანია დაღუპული და 60 დაკარგული.
რიუ-გრანდი-დუ-სულის ხელისუფლების ცნობით, სტიქიური უბედურების გამო, 154 ადამიანია დაშავებული.
აღნიშნულია, რომ რეგიონში 29 აპრილიდან თითქმის გადაუღებლად წვიმს.
ასობით ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.