აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება სცადა – სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა

პარლამენტის ეზოში მობილიზებულმა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკრის დაზიანებას ცდილობდნენ, წყლის ჭავლი გამოიყენა.

მიუხედავად წყლის ჭავლის გამოყენებისა, შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები