ალექსანდრე დარახველიძე: ჩვენი გეგმა გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პოლიციელებისთვის დღემდე არსებულ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შსს-ს გეგმა კონსტიტუციაშია გაწერილი.
“ჩვენი გეგმა გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში და იმ კანონებში, რომლითაც მოქმედებს. ეს არის “შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონი. ასევე, “პოლიციის შესახებ” კანონი, რომელიც გვავალდებულებს რომ თუკი შეკრება-მანიფესტაცია არის მშვიდობიანი სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ თითოეულ მონაწილეს ჰქონდეს პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, მაგრამ როგორც კი გასცდება ეს პროტესტი დასაშვებ ფარგლებს, კერძოდ მიიღებს ძალადობრივ ხასიათს, განხორციელდება შენობის შესასვლელების ბლოკირება, ინდივიდუალური თავდასხმები პირებზე, რა თქმა უნდა პოლიცია ვალდებულია იმოქმედოს. შესაბამისად ეს არის ჩვენი გეგმა, ასე ვმოქმედებთ დიდი ხანია, ასე ვმოქმედებთ ბოლო დღეების განმავლობაში და, რა თქმა უნდა, ასე გავაგრძელებთ მუშაობას”, – განაცხადა დარახველიძემ.