პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. “ევროოპტიმისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ხალხის ძალის” წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ესროლა.
დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც მას გამყიდველი უწოდა.
“სამშობლო გაყიდეთ. მწარეა სიმართლე”, – მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს.
დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს.