“ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში გადატრიალებისა და რევოლუციურ სცენარებს ამუშავებენ, გვევლინებიან ევროპარლამენტში, აინიცირებენ და გააქვთ ეს რეზოლუცია” – წილოსანი

ადამიანები, რომლებიც, ერთი მხრივ, ყველაზე რადიკალურ და ექსტრემისტულ მოძრაობებს აფინანსებენ, ქვეყანაში გადატრიალებისა და რევოლუციურ სცენარებს ამუშავებენ, იგივე პირები გვევლინებიან ევროპარლამენტში, აინიცირებენ და გააქვთ ეს რეზოლუცია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ნინო წილოსანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, ვინ იყვნენ ქართული მხარის წარმომადგენლები ამ რეზოლუციის ინიციატორები, ეს არის ერთობლივი პროდუქტი. მოგვიანებით გავარკვევთ ჩვენ, რომელი დაფინანსების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი, ან ვერც გავარკვევთ. მაგალითად, ევროპარლამენტარების შემთხვევაში ვიცით „კატარგეიტის“ სკანდალი, როდესაც რამდენიმე მაღალჩინოსანი ევროპარლამენტარი დააკავეს და ბრალი წარუდგინეს, რადგან ისინი ქრთამებს იღებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის უგულებელყოფასა და მიჩქმალვასთან დაკავშირებით, უამრავი მსგავსი რაღაც ფაქტია, რაც რა თქმა უნდა, ღვთაებრივ და ზეადამიანურ კონდიციაში არ აყენებს ამ ევროპარლამენტარებს. მეტიც, ამ რეზოლუციის ორი ინიციატორი ევროპარლამენტარი არის სწორედ იმ ორგანიზაციის დამფუძნებელი და ბორდში მყოფი ადამიანი, ეს არის „იდი“, რომელიც საქართველოში აფინანსებს ყველაზე რადიკალურ ჯგუფებს, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია და რაღაცნაირად იკვრება ალბათ ეს სამკუთხედი. ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ, ყველაზე რადიკალურ და ექსტრემისტულ მოძრაობებს აფინანსებენ, ქვეყანაში გადატრიალებისა და რევოლუციურ სცენარებს ამუშავებენ, იგივე პირები გვევლინებიან ევროპარლამენტში, აინიცირებენ და გააქვთ ეს რეზოლუცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ალბათ, ნათელ წარმოდგენას გვაძლევს, რა არის მიზანი“, – განაცხადა  წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები