პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე პირი დააკავა
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
მოქალაქეები ბლოგერ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლთან იყვნენ შეკრებილნი, სადაც სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.
აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა და პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა.