შსს-მ წარსულში ნასამართლევი პირი, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი – სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ა.ა. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ფონიჭალაში 1983 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ა.ა. მიმდინარე წლის 21 აპრილს, ბრალდებულსა და ვ.კ.-ს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ვ.კ.-მ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 151-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები