„არა რუსულ კანონს“ – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„არა რუსულ კანონს“ – საქართველოს პარლამენტთან ახალგაზრდები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა აკრძალულია, თუ ამას აქციის მონაწილეების რაოდენობა არ მოითხოვს, შესაძლოა, დღევანდელ პროტესტს გარკვეული პროვოკაციები მოჰყვეს.

გარდა ამისა, ახალგაზრდები აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ხელისუფლება უკან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღეს. აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები