“რუსული პოლიტიკის ვირეშმაკობა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც აქაურ ე.წ პროდასავლურ ოპოზიციას უჭირს, რატომღაც სწორედ მაშინ აკეთებს ხელისუფლების მხარდამჭერ განცხადებებს” – გიორგი ცუცქირიძე 

“რუსული პოლიტიკის ვირეშმაკობა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც აქაურ ე.წ პროდასავლურ ოპოზიციას უჭირს, რატომღაც სწორედ მაშინ აკეთებს ხელისუფლების მხარდამჭერ განცხადებებს,  რასაც უნისონში ოპოზიცია  ხელისუფლების რუსული სტიგმატიზაციისათვის  იყენებს”- ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს , საქართველო  რუსული იმპერიის წიაღში  აღარასოდეს დაბრუნდება.

“რუსეთის მუხანათობა ქართული სახელმწიფოს

მიმართ არახალია, ძველია. ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია გეორგიევსკის ტრაქტატის ცალმხრივად გაუქმებით დაწყებული, დღემდე, თუმცა ქრესტომათიულად გენერალ ტოტლებენის ღალატიც საკმარისი იქნებოდა.

რუსული პოლიტიკის ვირეშმაკობა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც აქაურ ე.წ პროდასავლურ ოპოზიციას უჭირს, რატომღაც სწორედ მაშინ აკეთებს ხელისუფლების მხარდამჭერ განცხადებებს და რასაც უნისონში ოპოზიცია იყენებს ხელისუფლების რუსული სტიგმატიზაციისათვის. მედვედევის ამასწინანდელ განცხადებას თავი რომ დავანებოთ , ახლა ცნობილი რუსი პროპაგანდისტის, სერგეი კარნუხოვის განცხადება ტირაჟირდება საქართველოს ხელისუფლებისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ. ასე იყო გამსახურდიას დროსაც , როცა სამხედრო პუტჩისას მხედრიონს ოფიციალურ სამხედრო დაჯგუფებად მოიხსენიებდენ მაშინდელ ვრემიაში, ხოლო ეროვნულ ხელისუფლებას აჯანყებულთა დაჯგუფებად.

მართალია, სსრკ და დასავლეთი ხშირად გარიგებიან ერთმანეთს სხვების ხარჯზე და გავლენის ზონების გადანაწილებაზე, ისევე როგორც სსრკ- ს სამართალმემკვიდრე რუსეთი, რაც ჩვენთვისაც სავავალოდ დასრულებულა, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს!

საქართველო აღარასოდეს დაბრუნდება რუსული იმპერიის წიაღში და არც მის უკანა ეზოდ დარჩენას დათანხმდება!

ეს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვათა გასაგონადაც უნდა ითქვას, მეტროპოლიათა ეპოქა დიდი კატაკლიზმებით, მაგრამ მაინც ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება!

ქართველ რენეგატთა, ვითომდა მედასავლეთელეთა თამაშიც, საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე ქვეყანა კვლავ მეტროპოლიათა გავლენების პოლიგონად აქციონ, ასევე  მიდის დასასრულისკენ!

ალბათ , იკითხავთ მაშინ პროდასავლური დროშით ეს მიტინგები რას ემსახურება? ერთადერთს- ყველაფრის ძველებურად დარჩენას, სადაც რუსეთი შუა დერეფნის განვითარების ბლოკირებით აშშ- სგან თუ მან მოახერხა და აქ თავისი მარიონეტები დასვა, მიიღებს ჩუმ თანხმობას ციმბირული დერეფნის აღდგებაზე!

ყველაფერი კარგად იქნება, ჯერ ისტორიული განვითარების ღერძი არავის შეუცვლია და ვერც ვერავინ შეცვლის!

გიხაროდენ, მაცხოვრის საფლავიდან ღვთიური ცეცხლის გადმოსვლას გილოცავთ!”- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები