ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 7 პირი დაშავდა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 7 პირი კი – დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე  პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,  მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები