რუსეთის შსს-მ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილთა სიაში სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით ჩასვა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტი ძებნილთა სიაში სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით შეიყვანა – მითითებული არ არის.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ფოტო და მონაცემები გამოაქვეყნეს.