“ჩვენს საამაყო სპორტსმენებს ვერ შეეჯიბრებით და ვერ შეედრებით ჩვენი ქვეყნის სიყვარულში” – ავთანდილ ცინცაძე

საკრებულოს “ქართული ოცნების,, დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს იმ მიზანმიმართულ, აგრესიულ კამპანიაზე, რომელიც, რადიკალური ოპოზიციის დავალებით, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების წინააღმდეგ ხორციელდება.

“ვისაც ცხოვრებაში არასდროს არაფერი გაუკეთებია, დგას და ვის ლანძღავს? ლაშა ტალახაძეს, ხვიჩა კვარაცხელიას – ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებს!

უნდათ, რომ ამ წარმატებულ სპორტსმენებს დააწერინონ და ათქმევინონ “არა რუსულ კანონს”, რომ მერე ეს პოსტები აფრიალონ და იძახონ, რადიკალების მხარეს არიანო. ეს ასე არ არის, ეს ადიანები არიან სიმართლის მხარეს, ჩვენი ქვეყნის მხარეს! თქვენ მათ ვერ შეეჯიბრებით და ვერ შეედრებით ჩვენი ქვეყნის სიყვარულში! მინდა, ჩვენს სპორტსმენებს მივმართო: მეგობრებო, მთელი ქვეყანა, ადამიანები, ვისაც სპორტი უყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, თქვენს მხარეს ვართ, სიმართლის მხარეს და თქვენი წარმატების მხარეს ვართ!” წინ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებებია და იმის ნაცვლად, რომ გვერდში დავუდგეთ და გავამხნევოთ, რათა მომავალი წარმატებები ვიზეიმოთ, მათ ლანძღვას ვისმენთ! ამ ბინძური კამპანიის პასუხი იქნება ერთი – ჩვენი ბიჭების გამარჯვება, რომელსაც აუცილებლად, ისევ ერთად ვიზეიმებთ! თქვენ კი დარჩებით ისევ იქ, სადაც ხართ! და სად ხართ, კარგად იცით!”, – წერს ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები