გიორგი კახიანი: მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტი, ენა, მამული, სარწმუნოება, რომ მოვიდეს აქციაზე და თავისი პოზიცია დააფიქსიროს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ,,ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს დაგეგმილი შეკრების შესახებ ,,იმედის” ეთერში ისაუბრა.

,,ეს შეკრება არ არის მხოლოდ ხელისუფლებისგან წამოსული ინიციატივა. პირიქით, უამრავი ადამიანი მეხმიანებოდა პირადად მე და ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს და ამბობდნენ – რატომ არ ორგანიზდება ასეთი შეკრება.

რადგან ასეთი მოთხოვნები ისმის, ბუნებრივია, ასეთი შეკრება დავგეგმეთ და რეალურად გამოჩნდება ამ შეკრებაზე საით არის მოსახლეობის უმრავლესობა, რას ფიქრობს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნის განვითარების მომავალზე, პერსპექტივაზე. საუბარი იქნება მათ შორის იმ კანონზეც, რომლის გარშემოც ასეთი ამბავია ატეხილი. ამიტომ, ეს შეკრება წარმოაჩენს რეალურ სურათს იმისა, თუ როგორი განწყობებია საზოგადოებაში, რას ფიქრობს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ყველამ უნდა იცოდეს რა არის რეალური სურათი. ამიტომაც დავაანონსეთ ეს შეკრება და მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტი, ეროვნული ღირებულებები, ეროვნული მომავალი, ენა, მამული, სარწმუნოება, რომ მოვიდეს ამ აქციაზე და თავისი პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები