ედმონდ კალანდაძის დაბადებიდან 101 წელი გავიდა

„მთიბავები“

დღეს ქართველი ფერმწერის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ედმონდ კალანდაძის დაბადებიდან 101 წელი გავიდა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი აქვეყნებს ინფორმაციას მხატვრის შემოქმედებაზე.
„ედმონდ კალანდაძე – სახალხო მხატვარი, გამორჩეული ფერმწერი და ხელოვანი უდიდესი როლის შემსრულებელია სოცრეალიზმისგან დამოუკიდებელი ქართული ხელოვნების ფორმირებაში.
მხატვრის ექსპრესიული და სპეციფიკური ხელწერა განსაკუთრებით ვლინდება მის პეიზაჟებსა და ყოფით სცენებში.
მხატვრული ფორმების გადააზრებით და ფერის განსაკუთრებული შეგრძნებით მისი შემოქმედება დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს ფრანგულ მოდერნისტულ სკოლასთან. ხელოვანის ძიებებმა განავითარა თანამედროვე ქართული ფერწერა და ახლებური მხატვრული ენის ჩამოყალიბებას მისცა გზა.
ედმონდ კალანდაძის შემოქმედებიდან წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ნამუშევარს „მთიბავებს“, რომელიც ხელოვანის გამორჩეულ ხელწერასა და ფერადოვან ხედვას საუკეთესოდ ასახავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები