ნინო წილოსანი: მიხარია, რომ 29 აპრილს გვექნება შეკრება, მით უფრო, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება ამას

,,მიხარია, რომ 29 აპრილს გვექნება შეკრება, მით უფრო, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება ამას და ეს კიდევ უფრო მამოტივირებელია უამრავი ჩვენი ამომრჩევლისთვის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ,, ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ შეკრებაზე საუბრისას „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 29 აპრილს შეიკრიბებიან ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი განვითარება.

„ჩვენი უამრავი მხარდამჭერი ძალიან გახარებული იყო, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რასაც ისინი უყურებდნენ ტელევიზორში, გაბუქებულ სიტუაციას, ახალგაზრდების ის ჯგუფი, ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ იკრიბებოდა, თითქოს წარმოადგენდა მთელ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა არც იმ ჯგუფით იწყება და არც თბილისით სრულდება. ეს ქვეყანა არის მთელი საქართველო, დაწყებული თბილისიდან და დასრულებული ყველაზე უკიდურესი სოფლით, ამიტომ ამ ქვეყნის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას რომ ეძახი პრორუსულს, უკვე აპრიორი ნათელია, რამდენად არ სცემ პატივს საკუთარ მოსახლეობას და საზოგადოებას. რა თქმა უნდა, 29 აპრილს შეიკრიბებიან ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი განვითარება – მამული, ენა სარწმუნოება, რაც გვეგონა, რომ ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დამდგარიყო, ზუსტად ჩვენმა ოპონენტებმა დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ და სარწმუნოება გადახაზეს. ეს არის უსამშობლოების და ურწმუნოთა ერთობა, თუმცა გაცილებით მეტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არსებობენ. მიხარია, რომ 29 აპრილს გვექნება შეკრება, მით უფრო, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება ამას და ეს კიდევ უფრო მამოტივირებელია უამრავი ჩვენი ამომრჩევლისთვის“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები