ნინო წილოსანი: ოპონენტებს მინდა, ვუთხრა, ვინც ცრუ ნარატივებით იკრიბებიან რუსთაველზე, რომ გაიხედონ ფანჯრიდან და დაინახონ რეალობა, რომ საქართველო ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრია

ოპონენტებს მინდა, ვუთხრა, ვინც ცრუ და „ფეიკი“ ნარატივებით იკრიბებიან რუსთაველზე, რომ გაიხედონ ფანჯრიდან და დაინახონ რეალობა, რომ საქართველო ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყველა იმ ფორმატში მონაწილეობს, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მონაწილეობენ.

„დღეს დასრულდა ორდღიანი კონფერენცია და ვბრუნდებით საქართველოში. ვბრუნდებით უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისა და კონფერენციის შემდგომ, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაცია მივიღეთ. ჩვენ ვმონაწილეობდით კანდიდატი ქვეყნების ერთობლივ შეკრებაში, მათი პარლამენტების თავმჯდომარეობის მონაწილეობით. მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველო უკვე ნამდვილად ევროკავშირის წევრია. ჩვენ ამ რეალობაში ვართ და ჩვენს ოპონენტებს მინდა ვუთხრა, ვინც ცრუ და „ფეიკი“ ნარატივებით იკრიბებიან რუსთაველზე, რომ გაიხედონ ფანჯრიდან და დაინახონ რეალობა, რომ საქართველო ამ დიდი ოჯახის წევრია. ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა ფორმატში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მონაწილეობენ და რა თქმა უნდა, ვამბობთ ჩვენს სათქმელს, მათ შორის, იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელიც გატარებულია და რამაც უზრუნველყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება და ასევე სამომავლო გეგმებზე, იმ დატვირთვასა და დანიშნულებაზე, რომელიც საქართველოს აქვს. ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრები. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და გვიხარია, რომ საქართველო აქტიური მონაწილეა ევროკავშირის შეკრებების“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები