რატი იონათამიშვილი: 29 აპრილს ყველა დაინახავს, რომ სინამდვილეში ჩვენი საზოგადოება და მოსახლეობა ერთიანია ეროვნული და სახელმწიფოებრივი ფასეულობების ირგვლივ, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ ახორციელებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო სახალხო მსვლელობაზე “ყველა დაინახავს, რომ სინამდვილეში ჩვენი საზოგადოება და მოსახლეობა ერთიანია ეროვნული და სახელმწიფოებრივი ფასეულობების ირგვლივ, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ ახორციელებს”.

“29 აპრილს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, სად დგას ჩვენი მოსახლეობა. ყველა დაინახავს, რომ სინამდვილეში, ჩვენი საზოგადოება და მოსახლეობა ერთიანია ეროვნული და სახელმწიფოებრივი ფასეულობების ირგვლივ, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ ახორციელებს. ამ აქციის გაცხადების შემდეგ, რა რეაქციებიც აქვთ რადიკალურ ოპოზიციაში, ფაქტობრივად სახე დაკარგეს ადამიანებმა, ეს შემთხვევითი არ არის. ეშინიათ ქართველი ხალხის, ეშინიათ ინფორმირებული მოქალაქის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ქართული ოცნება“ მხარდამჭერების თხოვნით 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. „ერთად ვუთხრათ არა – შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი – გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ – ვკითხულობთ მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები