მე-15-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მარწყვის ბაღი მოეწყო – პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდადებულებს ხელფასის სახით დაერიცხებათ

მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პენიტენციურ დაწესებულებებში აგრარული მიმართულებით პროექტების განხორციელებას აგრძელებს.

ამჯერად, მე-15-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ღია გრუნტზე მარწყვის ბაღი მოეწყო. საზაფხულო სამუშაოები სხვა დაწესებულებებშიც დაიწყო. სასოფლო-სამეურნეო პროექტების ფარგლებში, მოსავლის რეალიზაცია რამდენიმე ობიექტში ხდება.

პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდადებულებს ხელფასის სახით დაერიცხებათ. პროექტის მიზანი მსჯავრდადებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, ახალი პროფესიული უნარების განვითარება და მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები