„არა რუსულ კანონს“ – პარლამენტთან მორიგი აქცია 23 აპრილს გაიმართება

„არა რუსულ კანონს“ – საქართველოს პარლამენტთან ახალგაზრდებმა მორიგი აქცია 23 აპრილს, 19:00 საათზე დააანონსეს.

22 აპრილს სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოაწყვეს, შემდეგ კი სასტუმრო „ტიფლის პალასთან“ მივიდნენ, სადაც მათი თქმით, რუსეთის ინსტიტუტი „ტრადიციული ფასეულობების“ ფორუმს მართავდა. გარდა ამისა, აქცია გამართეს „ქართული ოცნების“ ოფისთანაც.

ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღეს. აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები