გერმანია უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას უმოკლეს ვადაში გადასცემს
გერმანია უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას უმოკლეს ვადაში გადასცემს, ხოლო წლის ბოლომდე ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი გაიგზავნება.
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, სიემტიე მოელერმა განაცხადა.
„გერმანიამ უკვე გადასცა [უკრაინას] მრავალი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მაგრამ სიტუაცია ადასტურებს, რომ უკრაინას სჭირდება მეტი დაცვა და შორ მანძილზე დარტყმების მოგერიების უნარი“, – აღნიშნა მოელერმა.