ოლაფ შოლცი: პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერა შესუსტდება

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა შესუსტდება და ის შეძლებს აგრესიული ომის გაგრძელებას.

„ის ფაქტი, რომ [აშშ-ის] წარმომადგენელთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის, განსაკუთრებით იარაღის მიწოდების შესახებ, არის ძალიან მკაფიო გზავნილი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ მან არ უნდა ჩათვალოს, რომ მას შეუძლია ომის გაგრძელება, რადგან შემცირდება უკრაინის დახმარება აშშ-დან და ევროპიდან“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ პარტნიორების მხრიდან უკრაინის დახმარება არ შეწყდება და არ შემცირდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესმენების მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცების შემდეგ „აშშ-ისა და ევროპის გული ისევ ერთხმად სცემს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები