შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით

ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები დაბრუნდნენ 90-იანი წლების ესთეტიკაში, სადაც ჩვენ ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რადიკალურ ოპოზიციასა და „ენჯეოებზე“ საუბრისას განაცხადა.

მან პარლამენტში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვის დროს რადიკალურ ოპოზიციის ქმედებები გაიხსენა.

„ჩვენ ვნახეთ, მათი გეგმა რა არის. პლენარულ სხდომათა დარბაზში კანონპროექტის პირველი მოსმენის დროს იყო მაგიდებზე ბრახა-ბრუხი, ნაცვლად იმისა, რომ არგუმენტები წარმოედგინათ.

ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები დაბრუნდნენ 90-იანი წლების ესთეტიკაში, სადაც ჩვენ ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით – იყო ბევრი მჯიღის ცემა მკერდში, ლოზუნგი მაშინ და ნაკლები მსჯელობა. აქ არიან ზუსტად! 30 წლით უკან დაბრუნდნენ, ეს აქტივისტი „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ არგუმენტირებული მსჯელობისთვის და ვეწინააღმდეგებით დოგმებს, თავსმოხვეულ აზრებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები