მაკა ბოჭორიშვილი: ვხედავდით და ვხედავთ კამპანიებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის რეპუტაციის შელახვისკენ, ამის ნაწილი იყო კამპანია, თითქოსდა, საქართველო იყო შავი ხვრელი

ვხედავდით და ვხედავთ იმ კამპანიებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის რეპუტაციის შელახვისკენ და ქვეყნის ინტერესების დაზიანებისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშში მოყვანილი ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.

„ვხედავდით და ვხედავთ იმ კამპანიებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის რეპუტაციის შელახვისკენ და ქვეყნის ინტერესების დაზიანებისკენ. ეს ნახა ჩვენმა საზოგადოებამ. ამის ნაწილი იყო კამპანიები, თითქოსდა საქართველო იყო შავი ხვრელი, თითქოსდა, საქართველოში რუსების დიდი ნაკადები შემოვიდა, დასახლდა და ჩვენ მათ ხელი გავუშალეთ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები