ახალსოფელში ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალსოფელში მიმდინარეობს ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ,ზაზა გულიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ შუბითიძემ დაათვალიერეს ავტომაგისტრალიდან ახალსოფლამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები.

ამ ეტაპზე დასრულებულია პირველი ფენის ასფალტირება და მიმდინარეობს გზის ზედა ფენის დაგება წვრილმარცვლოვანი ასფალტობეტონის საფარით.

სულ დაიგება 2 კილომეტრამდე გზის მონაკვეთი.

პროექტი ხორციელდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

სამუშაოებს ასრულებს შპს „იბოლია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები