ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, აღდგომასთან დაკავშირებით, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე სარიშვილმა, პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბესიკ ტაბიძესთან ერთად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა.