ასტრონომებმა გალაქტიკაში ყველაზე დიდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს – ის დედამიწასთან ძალიან ახლოსაა

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომებმა ჩვენი მზის სისტემის მახლობლად მასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ოდესღაც გიგანტური ვარსკვლავი იყო.

უხილავი მეზობლის (ე.წ. Gaia BH3) მასა მზის მასას, დაახლოებით, 33-ჯერ აჭარბებს, რაც მას ამჟამად შესწავლილი ვარსკვლავური კატეგორიის შავ ხვრელებს შორის ყველაზე დიდ შავ ხვრელად აქცევს. ჩვენს გალაქტიკაში დღემდე ვარსკვლავური მასის 15-მდე შავი ხვრელია აღმოჩენილი, მაგრამ მათ შორის ყველაზე დიდის მასაც კი ახალი რეკორდსმენის მასას ერთ-ნახევარჯერ ჩამოუვარდება.

ყველაზე მეტად მეცნიერები იმან გააოცა, თუ რამდენად ახლოსაა ის – შავ ხვრელს დედამიწიდან 2000 სინათლის წელი აშორებს. უფრო ახლოს მხოლოდ Gaia BH1 იმყოფება, რომელიც სამი წლის წინ აღმოაჩინეს მარტორქის თანავარსკვლავედში და რომლამდე მანძილიც 1500 სინათლის წელია.

Три черные дыры звездной массы

„ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენს გვერდით ამდენად მასიური შავი ხვრელი იარსებებდა, თანაც ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვერ შევამჩნევდით“, – აცხადებს პარიზის ობსერვატორიის ასტრონომი პასკუალ პანუცო. მისი თქმით, მსგავსი აღმოჩენის გაკეთება მთელი სამეცნიერო კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება.

აღმოჩენის დასადასტურებლად საჭირო გახდა გუნდი, რომელიც 300 მეცნიერისგან შედგებოდა. სპეციალისტები ყველა კონტინენტიდან შეიკრიბნენ.

ტელესკოპებით დამკვირვებელთა დასახმარებლად, საქმეში სპექტოგრაფებიც ჩაერთნენ, რომლებიც ხილული დიაპაზონის მიღმა მუშაობდნენ. ასე შესაძლებელი გახდა საჭირო მონაცემების მიღება, რათა დაახლოებით მაინც გაერკვიათ Gaia BH3-ის მასა.

ასეთი მასიური შავი ხვრელების წარმოქმნის შესახებ მეცნიერებს არც ისე ცოტა ვერსია აქვთ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ისინი რკინადეფიციტური ვარსკვლავების კოლაფსით იქმნება.

რა არის შავი ხვრელი?

Графическое изображение черной дыры

  • შავი ხვრელი არის დროისა და სივრცის რეგიონი, რომელშიც გრავიტაციული ძალა იმდენად ძლიერია, რომ ვერცერთი ობიექტი ან ტალღა, სინათლის ჩათვლით, რომელიც მასში მოხვდება, ვერ დატოვებს მას.
  • მიუხედავად სახელისა, შავი ხვრელი ცარიელი არ არის. პირიქით, ის ივსება მატერიის უზარმაზარი მასით, რომელიც შეკუმშულია მცირე მოცულობაში, რაც მიზიდულობის უზარმაზარ ძალას ქმნის.
  • შავი ხვრელის ირგვლივ არის ტერიტორია, რომელსაც მოვლენათა ჰორიზონტი ეწოდება. ეს არის წარმოსახვითი საზღვარი სივრცეში, „შეუქცევადი წერტილი“, რომლის გადაკვეთის შემდეგ გრავიტაციული ხაფანგიდან თავის დაღწევა შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები