ინგა ფხალაძე – „მწვანე ენერგიის დერეფნის” პროექტზე: ის საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, რომ ენერგეტიკულ ჰაბად გადაიქცეს, რომელიც აზიას დააკავშირებს ევროპასთან

„საქართველოში მე-11 მინისტერიალი ჩატარდა, რომელიც „მწვანე ენერგიის დერეფანს“ ემსახურება. ეს არის პროექტი, რომელიც 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა 4 ქვეყნის მთავრობებს შორის”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ეს ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი.

“ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოსა და რუმინეთის პორტები დააკავშირებს აზიასა და ევროპას ერთმანეთთან, სადაც შესაძლებელი გახდება 4 ათასი მეგავატის სიმძლავრის ელექტროკაბელების ზღვის ფსკერზე განლაგება და, შესაბამისად, აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთისკენ ელექტროენერგიის გადატანა.

ამ პროექტის მნიშვნელობა ძალიან დიდია, რადგან, გარდა ელექტროენერგიისა, კიდევ მოიაზრება წყალბადის მილის ჩადებაც, რომელიც ჯერჯერობით განხილვის პროცესშია. თვითონ ეს პროექტი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს ემსახურება.

ეს პროექტი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, რომ ენერგეტიკულ ჰაბად გადაიქცეს, რომელიც აზიას დააკავშირებს ევროპასთან“, – აღნიშნა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები