ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, იმედი მაქვს, ეს ასე არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროინტეგრაციასთან, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსთან მიმართებით შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება.
„ვხედავთ, რომ ევროინტეგრაციასთანდაკავშირებული საკითხები, მათ შორის უვიზო მიმოსვლის საკითხიც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენება ინსტრუმენტად, ძალიან ხშირად შანტაჟის ინსტრუმენტად. რამდენად გამოიყენებს ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციას ქართველების, საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, ეს ბრიუსელის საქმეა. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება.
იმედი მაქვს, განხილვები, რომლებიც ბრიუსელში მიმდინარეობს, არ იქნება გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაუმსახურებლად. ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის შანტაჟის ინსტრუმენტი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის არ იქცევა დასჯის ინსტრუმენტად“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.