გიორგი სვანიძე: ყოველ ჯერზე, როცა აქ დაბრუნებას ვახერხებ, განსაკუთრებულ სითბოს და ემოციას ვგრძნობ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, ზამურ ჭითანავასთან და საკრებულო წევრებთან ერთად „შემოდგომის ფესტივალს“ დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში ღონისძიება „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა.

„ღონისძიებაზე მონაწილეებმა ეთნო კუთხეები წარმოადგინეს და სტუმრებს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებით, თემატური კომპოზიციებითა და საინტერესო წარმოდგენებით უმასპინძლეს.

„დღეს შემოდგომის ღონისძიებას დავესწარი ჩემს მშობლიურ, ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლაში. ყოველ ჯერზე, როცა აქ დაბრუნებას ვახერხებ, განსაკუთრებულ სითბოს და ემოციას ვგრძნობ. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი გზა იწყება და რომლის ენერგიაც მუდამ თან მიგვყვება.

მადლობა მასწავლებლებს, მოსწავლეებს და ორგანიზატორებს ასეთი თბილი და შესანიშნავი ღონისძიებისთვის“, – განაცხადა გიორგი სვანიძემ

ფესტივალს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნონა რეხვიაშვილი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ნონა ყაველაშვილი, ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, იოსებ მუხაგულიშვილი, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, გიორგი მჭედლიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, მარიამ ბურჯალიანი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები