ლევან დავითაშვილი: 5,000 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება და 1,000-მდე სოფელს მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომის შეეძლება
ციფრული ჰაბის განვითარება კიდევ ერთ პრიორიტეტად დაასახელა პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, შავი ზღვის გავლით ოპტიკურ-ბოჭკოვან კავშირს, მეორე მხრივ კი, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული „დატა ცენტრების” ფორმირებას.