მეთიუ მილერი: მაკრონი ჩვენი მოკავშირეა, მაგრამ შეერთებული შტატები არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში

შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

Bloomberg-ის სტატიის კომენტირებისას, რომელშიც ნათქვამია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებებმა უკრაინაში ჯარების შეყვანის შესახებ ამერიკელი ჩინოვნიკების აღშფოთება გამოიწვია, მილერმა აღნიშნა, რომ მას „ამ შეტყობინებაზე არანაირი რეაქცია არ აქვს“.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ჯარის გაგზავნას უკრაინაში“, – თქვა მილერმა და დასძინა, რომ მან არ იცის, ვის გულისხმობდა Bloomberg-ი თავის სტატიაში.

ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაკრონი არის „აშშ-ს დიდი ხნის მოკავშირის ხელმძღვანელი“ და ვაშინგტონი მასთან ერთად ნაყოფიერად მუშაობს რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები