როგორ შეგიძლია ბიზნესის გაფართოება

თუ თვითდასაქმებული ხარ და გინდა საქმიანობის გაფართოება, პირველ რიგში, აუცილებელია, შეიმუშავო დეტალური ბიზნეს გეგმა – დაადგინო ახალი ბაზრის მოთხოვნები, იცოდე ვინ იქნებიან შენი პოტენციური კონკურენტები და მომხმარებლები.

ბიზნესის წარმატებისთვის მხოლოდ ეს საკმარისი ვერ იქნება. ციფრულ სამყაროში მარკეტინგული სტრატეგიების განსაზღვრა, საოპერაციო გეგმის შედგენა და ფინანსური პროგნოზების გაკეთებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ ყველაფრისთვის აუცილებლად დაგჭირდება დამატებითი სივრცე, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ადამიანური რესურსები.

იფიქრე, რა დაფინანსება გჭირდება შენს ბიზნესს.

გაქვს დანაზოგი? განიხილე დაფინანსების სხვადასხვა ვარიანტები. ბიზნეს სესხის აღებას აპირებ თუ ინვესტორების ან გრანტების მოძიებაზე ფიქრობ?

ბიზნეს სესხები

საფინანსო ორგანიზაცია MBC ბიზნესის ხელშეწყობასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნავს და გასცემს ბიზნეს სესხებს ლიმიტირებული თანხის ოდენობით.

ბიზნეს სესხით შეიძენ შენი ბიზნესისთვის საჭირო ყველა სახის ინვენტარს, დაიქირავებ პერსონალს, დაფარავ სხვადასხვა საოპერაციო ხარჯებს და სხვა.

MBC ორი სახის ბიზნეს სესხს გთავაზობს:

  1. უზრუნველყოფილი ბიზნეს სესხი – 2,000-დან 100,000 ლარამდე მოცულობით. იმისთვის, რომ დაფინანსება მიიღო, უზრუნველყოფად დაგჭირდება უძრავი ან მოძრავი ქონება;
  2. უგირავნო ბიზნეს სესხი – 500-დან 20,000 ლარამდე მოცულობით. ამ შემთხვევაში დაფინანსებას მიიღებ გირაოს და უზრუნველყოფის გარეშე.

ორივე ტიპის სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა.

რატომ უნდა ისარგებლო ემბისის ბიზნეს სესხით

ემბისიში შენი მიზნების განხორციელებისთვის უკეთესი პირობებია:

  • კომპანია განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს;
  • სესხი გაიცემა როგორც იურიდიულ პირებზე და ინდივიდუალურ მეწარმეებზე – ასევე, თვითდასაქმებულ პირებზეც;
  • გადახდის გრაფიკი მორგებულია ინდივიდუალურად მომხმარებლის შემოსავლებზე;
  • მინიმალური დოკუმენტაცია და სესხის აღების გამარტივებული პროცედურები;
  • ემბისი გიფინანსებს იდეებს;
  • ემბისი ხელმისაწვდომია საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში.

რა არის საჭირო სესხის ასაღებად

ემბისი ზრუნავს მომხმარებლის დროისა და ენერგიის დაზოგვაზე და სესხის გასაცემად ითხოვს მინიმალურ დოკუმენტაციას. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ემბისის ბიზნეს სესხით, აუცილებელია:

  • გქონდეს ID ბარათი ან პასპორტი;
  • გქონდეს ბიზნესი ან იყო თვითდასაქმებული;
  • უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, გქონდეს შესაბამისი გარანტია.

MBC უსასყიდლოდ ეხმარება დამწყებ ბიზნესებს ფინანსურ რჩევებით და უფასო ბიზნეს კონსულტაციებით, რადგან ამ ორგანიზაციისთვის ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება საკმაოდ პრიორიტეტული მიმართულებაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები